საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟიორობის მსურველები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 2011 წლის 3 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში, ტესტირებაზე უნდა გამოცხადდნენ 2011 წლის 3 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის.: თბილისი, ბულაჩაურის ქ. 7ა)
ტესტირების ფურცლის ასაღებად, რომელშიც მითითებული იქნება ტესტირების დაწყების ზუსტი დრო და სხვა აუცილებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, გთხოვთ მობრძანდეთ 2011 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12). ტესტირების ფურცლის გაცემა შესაძლებელია სხვა პირზეც (იმ პირის პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, ვისი ტესტირების ფურცელიც უნდა გაიცეს)