პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 7 ივლისს ქ. თელავში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ. თელავის N 7 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა თელავის რაიონის იურიდიულ კონსულტაციაში ადვოკატად.
2005 წელს მუშაობდა თელავის რაიონის გამგეობაში იურიდიული განყოფილების გამგედ.
2005-2006 წლებში იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2006-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს, შემდეგ 2009-2012 წლებში გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
აღნიშნულ პერიოდში (2006-2012 წლებში) მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლის უფლებამოსილებას.
2012-2015 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.