პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 28 მაისს ქ. თბილისში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის გ. ნიკოლაძის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი ,,XXI-ე საუკუნე’’.
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპაციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივნად.
2009-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2018 წლის იანვრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.