ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოსო ღურწკაია

სოსო ღურწკაია

სოსო ღურწკაია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 28 ნოემბერს ხობის რაიონში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა ხობის საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურის, კონტროლისა და აუდიტის სამმართველოში მრჩევლად.

2002-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საერთაშორისო იურიდიულ კომპანია შპს ''ვეკოს'' ადვოკატად.

2004 წელს მუშაობდა საერთაშორისო საადვოკატო სააგენტო შპს ''ვეგას'' ადვოკატად.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს წევრის თანაშემწედ.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად.

2007-2009 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში.

2009-2017 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.