ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოსო სალთხუციშვილი

სოსო სალთხუციშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 24 სექტემბერს

განათლება

2002 წელს დაამთავრა მარტყოფის N2 საშუალო სკოლა

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

2016-2020 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და ტრენერთა ტრენინგი ამავე თემაზე; პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული

2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა

2022 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2007 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს სტაჟიორი

2007-2008 წლებში იყო რუსთავის რაიონული პროკურატულის სტაჟიორი და შემდეგ სპეციალისტი

2009-2013 წლებში იყო მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი

2013-2015 წლებში იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი

2015-2016 წლებში იყო - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი

2016-2019 წლებში იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე

2019-2021 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე

2021-2023 წლებში იყო მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ახალქალაქოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით