ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიმონ ჩხაიძე

სიმონ ჩხაიძე

სიმონ ჩხაიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 31 მარტს ქ. ბათუმში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა ბათუმის 22-ე საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2013 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

1996-1999 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტში მასწავლებლად.

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტში მასწავლებლად.

1999-2000 წლებში მუშაობდა შპს დამოუკიდებელი რეგისტრატორ "რეესტრ-ცენტრში" იურისტად.

1998-2000 წლებში მუშაობდა სს "ინდუსტრია-ინვესტში" იურისტად.

1999-2006 წლებში იყო შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის" დირექტორი.

2000-2006 წლებში იყო შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის თბილისის ფილიალის" დირექტორი.

2004-2006 წლებში იყო სპს “ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე - GLG იურიდიული ოფისის” მმართველი პარტნიორი.

2004 წელს მაისიდან აგვისტომდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი.

2005-2006 წლებში იყო “თავისუფლების ინსტიტუტის” რეგიონალური ომბუდსმენი.

2006-2019 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2014-2016 წლებში კითხულობდა ლექციებს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.