ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სერგო მეთოფიშვილი

სერგო მეთოფიშვილი

სერგო მეთოფიშვილი

მოსამართლე, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს ქ. თბილისში.

განათლება

1978 წელს დაამთავრა თბილისის N 78 საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1987-1989 წლებში იყო წალკის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის თანაშემწე, შემდეგ ახალქალაქის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ გამომძიებელი.

1989 წლის იანვრიდან აპრილამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად.

1989-1992 წლებში მუშაობდა დმანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად.

1992 წლის თებერვლიდან ივლისამდე იყო დმანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე.

1992-1993 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის გმს გამომძიებლად, ხოლო შემდეგ უფროს გამომძიებლად.

1993-1994 წლებში იყო ახალციხის სამხედრო პროკურორის მოადგილე.

1994-1997 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სამხედრო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი.

1997-2002 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის შეიარაღებულ ძალებში მოკვლევისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი პროკურორი.

2002 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროსი თანაშემწე.

2002-2003 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის კადრების, ორგანიზაციული უზრუნველყოფის, სტატისტიკისა და კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე.

2003 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტი.

2003-2004 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის სასჯელთა აღსრულებისას კანონის შესრულებაზე ზედამხედველობის ჯგუფში პროკურორის უფროსი თანაშემწე.

2004-2005 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სს დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

2005-2006 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში.

2009-2010 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2013-2016 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და 18 მარტიდან დაიწყო უფლებამოსილების განხორციელება.

2016-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2021 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2021 წლის აპრილიდან სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე.