მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით სენაკის რაიონული სასამართლო აცხ ადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 (ექვსი)თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
`ე~, `ვ~ და `ზ~ ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის
კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სენაკის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: ქ. სენაკი, რუსთაველის #247, ტელ: 27 51 77) უნდა წარმოადგინონ:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
საბუთების წარდგენის ვადაა 2012 წლის 18 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, 09.30 საათიდან 18.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში მისამართზე: (მის: ქ. სენაკი, რუსთაველის #247, ტელ: 27 51 77)