დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა სემინარი თემაზე „მოსამართლის კომუნიკაცია სხდომის დარბაზში“, რომელიც ხორციელდება მოსამართლეთა განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში. მისი მიზანია მიაწოდოს მოსამართლეებს სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია სხდომის დარბაზში მოქალაქეებთან კომუნიკაციის პროცესის დასახვეწად.
სემინარში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ევროკომისიის კანონის უზენაესობის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინთერი, ევროკომისიის კანონის უზენაესობის პროექტის ექსპერტი მოსამართლე დუბერსი.
შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.