2011 წლის 4 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” (JILEP) პროექტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: ”კომუნიკაციის სტანდარტები”.
სემინარის მიზანი იყო პიარ სტრატეგიის დაგეგმვა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცეფციის განხილვა. სემინარზე იმსჯელეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიის დაგეგმვის თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმინაობის გამჭირვალობას და ამ საქმიანობის საზოგადოებისათვის გაცნობას, მედიის ინფორმირებას.
განხილულ იქნა კომუნიკაციის ანალიზი და საჯარო მოხსენების დაგეგმვის მეთოდოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პიარისა და იმიჯის ფორმირების საკითხებს, მედიისა და პრესამსახურის ურთიერთობებს.
სემინარში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კახა კობერიძე, რამაზ ჟღენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტმენტების უფროსები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოების პრესმდივნები. USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის” (JILEP) ექსპერტები ინგა თოდრია და მარკ ვერსტი.
აღნიშნულმა სემინარმა და განხილულმა საკითხებმა სემინარის მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო კომუნიკაციის საკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრები და სემინარები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მომავალში აქტიურად გაგრძელდება.