2011 წლის 29–30 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტში დასასვენებელ კომპლეს/სასტუმრო ,,ლოპოტა“–ში USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე – ,,მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება და მათი შეფასება“. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, წევრები: რამაზ ჟღენტი, ლაშა კალანდაძე, მამია ფხაკაძე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების უფროსები.
სემინარის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, მათი შეფასების კრიტერიუმები და შერჩევის დროს ამ კრიტერიუმების გამოყენება, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების ფორმები, მათი კონფიდენციალობა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. სემინარს უძღვებოდა ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტიმოთი ბალანდი.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საერთაშორისო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.