2015 წლის 21-22 ივლისს საქართველოს მართლმსაჯულების სახლში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ევროსაბჭოსა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით იმართება სემინარი თემაზე: „სასამართლოს საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება CEPEJ-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად“.
სემინარს წარმართავს CEPEJ-ეს ეროვნული კორესპონდენტი ბატონი იაშა ვრაბეჩი, სლოვენიის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, რომელიც ხელმძღვანელობს სასამართლოს მენეჯმენტის განვითარების სამსახურს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები და რაიონული საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.
სემინარზე განსახილველი თემებია: სასამართლოების საქმიანობის ხარისხის ხელშემწყობი მექანიზმები, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, სასამართლოს მენეჯმენტი და სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა.