2011 წლის, 30 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” (JILEP) პროექტის მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა დისციპლინური კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - ვიქტორია ჰენლი და JILEP-ის სასამართლო რეფორმის ექსპერტი - ინგა თოდრია.
სემინარს ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - კახა კობერიძე, სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი მიროტაძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამოსამართლო ეთიკა და დისციპლინური სამართალწარმოება. ვიქტორია ჰენლიმ სემინარის მონაწილეებს გააცნო დისციპლინური სამართალწარმოების წესები კალიფორნიის შტატში და ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე იმსჯელეს საქართველოში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ.
გამოითქვა მოსაზრებები დისციპლინური სამართალწარმოების შემდგომ სრულყოფასა და ამ პროცესის მეტი საჯაროობის თაობაზე.