ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სემინარი გუდაურში

12 აპრილი 2010

1

2010 წლის 10-11 აპრილს გუდაურში, სასტუმრო `მარკო პოლო~-ში, USAID-ის დაფინანსებითა და სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმების პროექტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, სადაც შეჯამდა 2009 წლის სტატისტიკური ინფორმაცია საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეთა შესახებ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ბატონმა ვალერი ცერცვაძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა მალხაზ გურულმა და პირველი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეებმა, სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმების პროექტის ხელმძღვანელებმა, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

სემინარზე განხილულ იქნა ახალი სტატისტიკური ფორმები, რომელიც სასამართლოს საქმიანობის სრულყოფილი ანალიზისა და საქმეთა განხილვის საპროცესო ვადების ზუსტი დაცვის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე ასევე შედგა საქმეთა წონის გამოანგარიშების პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა საშუალებას იძლევა საქმის სასამართლოში შემოსვლის მომენტშივე განისაზღვროს საქმის სირთულე და განხილვის საშუალო ვადა. აქვე გადაწყდა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოახდენს სასამართლოს არქივის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ბაზის სისტემატიზაციას.სემინარის შეჯამებისას, სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმების პროექტის ხელმძღვანელმა მონაწილეებს შესთავაზა სემინარის მსვლელობისას წამოჭრილი სხვა პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით დაიგეგმოს დამატებითი შეხვედრა . თბილისში.