ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ სემინარი გაიმართა

31 ოქტომბერი 2016

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით 2016 წლის 29-30 ოქტომბერს  სასტუმრო  ,,Crown Plazza'' ბორჯომში გაიმართა ორდღიანი  ტრენინგი  თემაზე - ,,საჯარო სამსახურის რეფორმა და ახალი კანონის მიღებით გამოწვეული სიახლეები“.

გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საჯარო სამსახურის რეფორმის სიახლეები. ისაუბრეს ლიკვიდაციის შერწყმისა და აღნიშნული კანონის უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალებების შესახებ.

სემინარი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.