ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები

20 ივლისი 2018

„საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში  (2017 წლის 31 დეკემბრიდან 30 ივნისის ჩათვლით) ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით განაწილდა სულ 136 348 საქმე. აღნიშნული ციფრი მოიცავს როგორც სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, ასევე ამ საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და შუამდგომლობებს.

 

* შემთხვევითი განაწილების პრინციპით - 85 339 საქმე;

* ელექტრონული პროგრამით, მაგისტრ მოხელეზე - 125 საქმე;

* მორიგე მოსამართლეზე - 19 811 საქმე;

* პირდაპირი განაწილებით - 18 571 საქმე (შემთხვევები, რაზეც არ ვრცელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპი;

* შემთხვევითი გადანაწილების პრინციპის გარეშე - 12 502 საქმე ( ა) შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს; ბ) რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა).

 
 
2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 4 შეფერხება და რიგითობის წესით განაწილდა 44 საქმე.