დღეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოში საკანონმდებლო საფუძველი და გამოყენების საკითხები ევროპულ სამართლებრივ ჭრილში.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტი „სამართლისა და სასამართლო სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ და ევრო საბჭოს დანიის კავკასიის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ბატონი ვალერი ცერცვაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და თანამშრომლები, ასევე პარლამენტარები და სამოსამართლო კორპუსის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიებისათვის საქართველოში ჩამოვიდნენ GTZ-ის ექსპერტი, დრეზდენის მიწის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდენტი ბატონი ულრიხ ჰაგენლოხი და ევრო საბჭოს ექსპერტი, ქალაქ როვერეტოს სასამართლოს მოსამართლე ბატონი ლუკა პერილი.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 29 ნოემბერს დასრულდება.