ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსში მონაწილე საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების საყურადღებოდ

06 მარტი 2024

2024 წლის 6 მარტიდან(ორშაბათი-პარასკევი; 10-დან 17 სთ-მდე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსში მონაწილე საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათზე მოძიებულ ინფორმაციას.

კანდიდატებს უფლება აქვთ 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინონ დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილონ მათ შესახებ მოძიებული მონაცემები.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 595 01 49 99 ან 599 73 93 39.