საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურა იწყება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2020 წლის 3 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.
შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.