ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესი დასრულდა

10 ივლისი 2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესი დასრულდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მოძიებული ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს შესასწავლად გადაეცათ.

კანდიდატებს საშუალება აქვთ მათ შესახებ მოძიებულ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაეცნონ. კანდიდატს უფლება აქვს 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის თარიღი ცნობილია. პროცესი 17 ივლისიდან დაიწყება.