საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა იწყება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2020 წლის 18 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით.
შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.
იხ. ელექტრონული რეგისტრაციის ბმული.