შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა (მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით,
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. სისტემაში უკვე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ არსებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით.
მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, „ვაკანსიებში“ განთავსებულია ინფორმაცია, რომელზეც მიბმულია „განაცხადის შევსება“.
განაცხადი შედგება 7 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ „განაცხადის შეტანას“ (მე-7 სექციაში). განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამა არ იძლევა საშუალებას ხელმეორედ გაკეთდეს განაცხადი. განაცხადში გათვალისწინებულია ფოტოს ატვირთვაც.
შერჩევაში მონაწილეობის მსურველს შეუძლია შევიდეს განაცხადში და გაეცნოს წარმოსადგენ ინფორმაციას ან ნაწილობრივ შეავსოს, შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს და დაასრულოს შევსება. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პირმა არ უნდა გამოიყენოს „განაცხადის შეტანის“ ღილაკი და ისე გამოვიდეს განაცხადიდან.
განცხადებასთან ერთად ელექტრონულად უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები:
1. ავტობიოგრაფია.
2. დიპლომის ასლი თანდართული ნიშნების ფურცლით.
3. სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100).
4. პირადობის მოწმობა.
5. ნამსახურობის ნუსხა/შრომის წიგნაკი/ამონაწერი შრომის წიგნაკიდან.
6. სამართლებრივი დოკუმენტები.
7. კანდიდატის სანოტარო ფორმით დამოწმებული თანხმობა (დედანი 4 ცალად).
განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.
ამ ვაკანსიაზე (ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით.
განაცხადის შევსების შემდეგ შერჩევაში მონაწილეობის მსურველმა პირმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გამოაგზავნოს საბჭოს მიერ ამ პირის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისი პერსონალური მონაცემების) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35(2) მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (იხ. თანხმობის ფორმა).
პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
32 227 31 00 + 128/111 ან 577 554421; 595 223599