საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის რანგში პირველი საბჭოს სხდომა გახსნა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რვა საკითხი, რომელთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება საქართველოს საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის ფუნქციონირებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტსა და მოსამართლეთა სპეციალიზაციის საკითხების განხილვას დაეთმო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობით დაინტერესდა და თანამშრომლებს შეხვდა.