ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართვა

28 ივნისი 2021

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2021 წლის 27 ივნისს შედგა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისკუსიო შეხვედრა სასამართლოს ირგვლივ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

შეხვედრას უშუალოდ დაესწრო 260 მოსამართლე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017-2021 წლების საქმიანობის მოკლე ანგარიში მოსამართლეებს წარუდგინა საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია შეხვედრის მთავარ საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლეებმა გააპროტესტეს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით (მათ შორის - მასმედიით, ვიდეო-კლიპებით და სპეციალური ფილმებით) წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისაკენ, ასევე -  სხვადასხვა სუბიექტებისგან მომდინარე ქმედებები თუ საჯარო განცხადებები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქმება.

შეხვედრის დასასრულს, მოსამართლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შედგა მიმართვის ტექსტი, რომელსაც დამსწრე მოსამართლეებმა ერთსულოვნად მოაწერეს ხელი. მიმართვას დაეთანხმნენ ხელმოწერით ის მოსამართლენიც, რომლებიც, ობიექტური მიზეზების გამო (მორიგეობა, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ.), უშუალოდ ვერ დაესწრნენ შეხვედრას.

საბოლოო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართვას ხელი მოაწერა 310-ზე მეტმა მოსამართლემ. აღნიშნულ მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა

მიმართვა

                 

სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.

სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს.

მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, კერძოდ:

  • მაგალითისათვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი; 82 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 48 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი საგადასახადო დავების მაჩვენებელი; 17 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა სახდელდადებულ პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; მკვეთრად (რამდენჯერმე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და ა.შ.;
  • IPSOS France-ის, Amicus Curiae-ს და პროფესორ იან ვან დაიკის მიერ 2018 წლის მიწურულს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოიკვეთა სასამართლო რეფორმების სამივე ეტაპის შედეგების საზოგადოებრივი აღქმის დადებითი ტენდენციები. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დადებითად შეაფასა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევრობარომეტრის 2018 წლის კვლევის საშუალო მონაცემს (52%) შეესატყვისება და ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში (ხორვატია, სლოვენია, ბულგარეთი და სხვ.) გამოვლენილ შედეგებს (23-30%) მნიშვნელოვნად აღემატება. აღსანიშნავია, რომ კვლევის გამოქვეყნების მომენტში, IPSOS France მსოფლიოს საუკეთესო კვლევითი ორგანიზაციების სამეულში შედიოდა;
  • 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა ,,ჰერითიჯის ფონდის“ კვლევა, რომლის თანახმად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს და „უმეტესად თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველო ევროპის რეგიონში 45 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა;
  • მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი კონტრაქტის აღსრულებისა და სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსში დადებითმა შეფასებამ შეასრულა;
  • აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ყველაზე აქტიური შეტევის ფონზე, ამა წლის ივნისში კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (რომელშიც შედიოდნენ გაეროს ინიციატივით დაფუძნებული კვლევითი ორგანიზცია ,,Sustainable Development Solutions Network”-ის ექპერტებიც) მიერ მომზადებული 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო მართლმსაჯულებაზე წვდომის თვალსაზრისით ევროპის ქვეყნების ოცეულში შევიდა.

მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული, მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათი გავლენის ქვეშ მოქმედი მედიასაშუალებები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კამპანია წარმოებს საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით, მათ შორის სასამართლოს წინააღმდეგ ხელოვნური იარლიყების გამოგონებით. ვხედავთ მცდელობას, მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია ისეთი ფორმებით (სატელევიზიო კლიპებისა და ფილმების ჩათვლით), რომელთა სასამართლოს წინააღმდეგ გამოყენება ყოვლად გაუგონარი მოვლენაა და გონივრულობისა და ეთიკურობის ყოველგვარ ზღვარს სცდება. არც ერთი ეს კამპანია არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, რომ, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების რეალიზების თვალსაზრისით, საქართველოში რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს.

ჩვენ, მოსამართლეები, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. თუმცა, არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს, რისი მნიშვნელობაც, ჩვენ, მოსამართლეებს ყველაზე უკეთ გვესმის.

ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად.

 

Appeal of the Judges of Common Courts of Georgia

Independence of the judiciary is one of the main pillars of democratic social system and Georgian constitutional order. The judiciary shall be independent from the executive and the legislative branches and the political pressure exerted by them, as well as from any undue influence deriving from other actors involved in the social and political processes.

Against this background, it is rather concerning that, especially lately, some politically motivated, extremely unhealthy processes are run which aim to discredit the judiciary and contravene its independence.

We, Georgian judges, are patriots and guard the interests of our country. We are faithful to the law and serve the administration of justice with dignity.

Georgian judiciary has never been as independent as it is nowadays. Independent judicial system guarantees better protection of human rights, better safeguards to the rule of law and further consolidation of the legal state.

The fundamental progress achieved by the justice system is represented through court statistics and the international ratings prepared in previous years, namely:

  • For instance, in the last few years, the number of acquittals in Georgia increased 15 times; the rate of application of pre-trial detention reduced from 82 to 51 percent; the rate of tax-related disputes decided in favor of private persons increased from 48 to 75 percent; the rate of application of administrative detention decreased from 17 to 5 percent; number of complaints lodged to the European Court of Human Rights against Georgia has decreased drastically (several times), etc.;
  • According to the survey conducted by IPSOS France, Amicus Curiae and Professor Jan van Dijk, at the end of 2018, positive tendencies were identified in terms of public perception of all the three stages of the judicial reform. The research claimed that 51 percent of the population of Georgia evaluated the quality of independence of Georgian judiciary as positive. This result corresponds to the average rate in EU member states (52%) and essentially exceeds the one in “new democracies” (Croatia, Slovenia, Bulgaria, etc. (23-30%)) in 2018, according to Eurobarometer. It should be noted that at the time the aforementioned report was published, IPSOS France was listed among the three best research organizations in the world.
  • In March 2021, Heritage Foundation published a research pursuant to which, in the Index of Economic Freedom Georgia is 12th on the global scale and is listed as “mostly free”. According to the research, Georgia is 7th among 45 European States;
  • In the World Bank “Doing Business” Report, Georgia holds 7th position among 190 countries, which was importantly conditioned by the positive evaluation in the components of enforcing contracts and the quality of legal proceedings;
  • It is worth mentioning that, notwithstanding the most active attack against the judiciary, the Sustainable Development Index of 2021 published by the Cambridge University in June, which was prepared by a group of independent experts (among them, experts representing Sustainable Development Solutions Network – an organization operating under the auspices of the United Nations) listed Georgia among the top 20 European states in terms of access to and affordability of justice.

In spite of the aforementioned progress, politically motivated campaign of intentional disinformation is run against the independence of the judiciary; and a number of political parties, the media operating under their influence and several non-governmental organizations are part of this process. The methods of soviet propaganda employed within the aforementioned campaign are particularly alarming, entailing, among others, creation of feigned tags against the judicial system. We are witnessing an effort to discredit the judiciary through forms (among others, broadcasting video clips and films) usage of which against the judicial system is absolutely unprecedented and transcends ethics and reasonableness. Not one of the mentioned campaigns is based on any evidence reflecting systemic issues related to the enjoyment of the fundamental right to fair trial in Georgia.

As judges, we are ready to take any type of constructive criticism and remarks aimed at further reinforcement and strengthening of the judiciary. However, no one is entitled to infringe the constitutional principle of judicial independence, to restrict the constitutional judicial organs from exercising their constitutional authority. Protection of the independence and sovereignty of the judiciary denotes guaranteeing the independence and sovereignty of the state and we, as judges, comprehend its essence most importantly.

Thus, we call upon all the actors to cease the anti-state campaign against the independence of the judiciary, to give the judicial system an opportunity to operate within its constitutional authority and to get involved in constructive discussion in order to enhance the independence and effectiveness of the judiciary.