საქართველოს საერთო სასამართლოებში 2024 წლის 29 იანვრიდან 02 თებერვლის ჩათვლით, ჩატარდა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2971 მომხმარებელმა.
კვლევა ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 17 დეკემბრის #1/290 გადაწყეტილების საფუძველზე, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) 2013 წლის 6 დეკემბრის #15 და 2016 წლის 7 დეკემბრის #15 რეკომენდაციებით („სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის კვლევისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“) განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
სასამართლოს მომხმარებელთა წერილობითი გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციის სასამართლოს შენობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული - სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების კითხვარის შესაბამისად.
შედეგების მიხედვით, გამოკითხულთაგან:
სასამართლოს სრულად ენდობა 2269 პირი (გამოკითხულთა 76.37%), უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 441 (გამოკითხულთა 14.84%),
სასამართლო სრულად მიუკერძოებელია 2122 რესპოდენტისთვის (გამოკითხულთა 71,42%), უფრო მიუკერძოებელია, ვიდრე მიკერძოებული 482-სთვის (გამოკითხულთა 16,22%),
სასამართლო სრულად დამოუკიდებელია 2130 გამოკითხულისთვის (71,69%), უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე არ არის დამოუკიდებული 479 -სთვის (გამოკითხულთა 16,12%),
გამოკითხულთაგან 2093-ს მიაჩნია, რომ სასამართლო იღებს კანონიერ გადაწყვეტილებებს (გამოკითხულთა 70,45%), 589-ის აზრით სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო კანონიერია - ვიდრე უკანონო (გამოკითხულთა 19,82%),
გამოკითხულთაგან 1653-ის აზრით, სასამართლო პროცედურები ხორციელდება გონივრულ ვადაში (გამოკითხულთა 55,64%), 374 გამოკითხულის აზრით, სასამართლო პროცედურები უფრო გონივრულ ვადაში ხორციელდება, ვიდრე გონივრული ვადის დარღვევით (გამოკითხულთა 12,59%),
2351 გამოკითხულის შეფასებით მოსამართლეები არიან კომპეტენტურები და კვალიფიციურები (გამოკითხულთა 79,13%), 422 გამოკითხულის შეფასებით, მოსამართლეები უფრო კვალიფიციურები არიან, ვიდრე არაკვალიფიციურები (გამოკითხულთა 14,20%),
გამოკითხულთაგან 2633 მიიჩნევს, რომ მოსამართლეები პატივისცემითა და თავაზიანად ეპყრობიან მოქალაქეებს გამოკითხულთა 88,62%), 205 გამოკითხული პირისთვის, მოსამართლეები მოქალაქეების მიმართ უფრო იჩენენ პატივისცემასა და თავაზიანობას, ვიდრე არა (რაც შეადგენს 6,90%),
2329 გამოკითხული კმაყოფილია სასამართლოს მომსახურებით (რაც შეადგენს 78,39%-ს), 349 გამოკითხული უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო (გამოკითხულთა 11,75%),
გამოკითხულთაგან 2025 მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სათანადოდ არის დასაბუთებული (რაც შეადგენს 68,16%-ს), 530 გამოკითხული პირისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო დასაბუთებულია, ვიდრე დაუსაბუთებელი (გამოკითხულთა 17,84%),
2181 გამოკითხული პირისთვის სასამართლო სისტემაში არ არის კორუფცია (რესპოდენტთა 73,41%-ს), 184 პირის შეფასებით სასამართლო სისტემაში უფრო არ არის კორუფცია, ვიდრე არის (გამოკითხულთა 6.19%),
რესპოდენტთაგან 2526-ის აზრით, სასამართლოს სხვა არამოსამართლე მოხელეები არიან კომპეტენტურები (გამოკითხულთა 85,02%), 264 გამოკითხულის აზრით, სასამართლოს სხვა არამოსამართლე მოხელეები უფრო კომპეტენტურები არიან, ვიდრე არაკომპეტენტურები (რესპოდენტთა 8,89%),
2672 მიიჩნევს, რომ სასამართლოს აპარატის მოხელეები პატივისცემითა და თავაზიანად ეპყრობიან მოქალაქეებს (რესპოდენტთა 89,94%), 163 გამოკითხული პირისთვის, მოხელეები მოქალაქეების მიმართ უფრო იჩენენ პატივისცემასა და თავაზიანობას, ვიდრე არა (რაც შეადგენს 5,49%),
2480 მიიჩნევს, რომ სასამართლოს აპარატის მოხელეები არიან ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის (რესპოდენტთა 83,47%), 240 გამოკითხული პირისთვის, უფრო ეთანხმება რომ მოხელეები ხელმისაწვდომები არიან, ვიდრე არ ეთანხმება (რაც შეადგენს 8,08%);
რესპოდენტთაგან 2435-ის აზრით, სასამართლოს აპარატის მოხელეები მოქალაქეთა მოთხოვნებზე/შეკითხვებზე პასუხს სცემენ დროულად (გამოკითხულთა 81,96%); 249 გამოკითხულის აზრით, მოხელეები უფრო დროულად სცემენ პასუხს ვიდრე არა (რესპოდენტთა 8,38%),
გამოკითხულთაგან 2577 მიიჩნევს, რომ სასამართლოს საინფორმაციო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციას არის მკაფიო და გასაგები (რაც შეადგენს 86,74%-ს), 166 გამოკითხული პირისთვის, მოწოდებული ინფორმაცია უფრო გასაგებია ვიდრე არ არის გასაგები (გამოკითხულთა 5,59%),
რესპოდენტთაგან 2606-ის აზრით, სასამართლოს კანცელარია მოქალაქეებს ემსახურება ეფექტურად (გამოკითხულთა 87,71%); 150 გამოკითხულის აზრით, უფრო ეთანხმება აღნიშნულს, ვიდრე არა, (რესპოდენტთა 5,05%),
იხილეთ კვლევის შედეგები