ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მოსამართლეთა XV კონფერენცია გაიმართა

20 დეკემბერი 2015

2015 წლის 20 დეკემბერს, მართლმსაჯულების სახლში, საქართველოს მოსამართლეთა XV კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს-იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა-ლევან მურუსიძემ და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსმა - შოთა ქარჩავამ.

კონფერენციაზე მოსამართლეებმა ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მთელი სასამართლო სისტემის, ასევე ცალკეული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელმა და ცილისმწამებლურმა განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის სახეს იღებს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე განიხილეს და ერთხმად უყარეს კენჭი სპეციალურ განცხადებას. განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.