ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰამბურგის მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

06 ივლისი 2015

2015 წლის 4 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები შეხვდნენ ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარეს ფრიდრიხ -იოხამ მემელს,  ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარე - ვოლფგანგ ზივერტს, ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის წევრ მოსამართლეს - პეტერ ვინტერს და ჰამბურგის უნივერსიტეტის, ბუცერიუსის სამართლის სკოლის ასისტენტ - პროფესორს როლანდ ბროემელს.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესება, მათი შეფასება, როგორც გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ისე პერიოდულად, საბჭოს მიერ მიღებული  გადაწყევტილების გასაჩივრება და  ასევე, სასამართლო ადმინისტრირების სხვა საკითხები.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა GIZ-ის ეგიდით იყო დაგეგმილი. სტუმრები საქართველოს 2015 წლის 1-დან 5 ივლიისს ჩათვლით სტუმრობდნენ.