სტაჟიორები შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ოთხივე დეპარტამენტის) უფროსის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტების შედგენაში, მასალების მოძიებაში და პროფესიულ გამოცდილებას შეიძენენ.
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე მეორედ ატარებს სტაჟირების კონკურსს .
სტაჟირების ვადა 6 თვეა.