დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟიორობის მსურველთა მეორე ეტაპი (გასაუბრება) დაიწყო, მასში მონაწილეობას 36 კანდიდატი იღებს. მათ პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2011 წლის 3 დეკემბერს წარმატებით გაიარეს და მეორე ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვეს.
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე მეორედ ატარებს სტაჟირების მსურველთა კონკურსს. სტაჟირება ანაზღაურების გარეშე 6 თვე გრძელდება.
სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, უშუალო შეხება აქვს საქმისწარმოების პროცესთან, მონაწილეობას იღებს დოკუმენტების შედგენაში, მასალების მოძიებაში, იძენს პროფესიულ გამოცდილებას.
სტაჟირების კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელიც ფლობს