დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოსამართლეთა და პროკურორთა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.
ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ ორივე ქვეყნის საბჭოებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და გრძელვადიანი ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას.
შეხვედრის დროს მხარეებმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, კერძოდ ისაუბრეს საბჭოს სტრუქტურაზე, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის მთავარ მიმართულებებზე და რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
უცხოელი კოლეგები დეტალურად დაინტერესდნენ რეფორმის ცალკეული საკითხებით. შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.