2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეუთოს მიერ განხორციელებულ სასამართლო მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ეუთოს ODIHR-ის კანონის უზენაესობის განყოფილების უფროსს, ქალბატონ თინა გევისს და მისს კოლეგას, ბატონი რობერტ იან ულის უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილ რეკომენდაციებზე, ყურადღება გამახვილდა ასევე მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესზე.
შეხვდრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სტუმრებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.