საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი გენერალური პროკურორის მოადგილეს ადილ ულლუ კუბანს და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.