ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლატვიის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ

26 ოქტომბერი 2016

2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედგა ლატვიის დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, იუსტიციის საბჭოს აპარატის, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები: ბატონი მადარს პლეპისი და ქალბატონი იანა ზემბერგა.

შეხვედრაზე ლატვიელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე ისაუბრეს ლატვიის სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების მოდელზე, ელექტრონული საქმეთა წარმოების და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების პროგრამებზე.

 შეხვედრა ორივე მხარისთვის შედეგიანი და საინტერსო იყო.