2014 წლის 26 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები ბრიტანელ მოსამართლეთა დელეგაციის წევრებს - ქრისტოფერ ბაკველის, პიტერ დიგნის და დონალდ კონვეის შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე, ასევე მათ მოისმინეს საბჭოს მდივნის და წევრების მოსაზრებები მოსამართლის სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვის საკითხთან დაკავშირებით. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა, ასევე მოსამართლეთა შეფასების მექანიზმის შემუშავების საკითხი.
ბრიტანელმა მოსამართლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ უკეთ გაეცნობიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის სპეციფიკას და მონაწილეობას მიიღებენ გამოსაცდელი ვადის შემდგომ ქართველ მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმის დადგენის პროცესში.
დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისინი უკვე შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
28 თებერვლიდან 1 მარტამდე ბრიტანელი მოსამართლეები მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად. კონფერენციის თემა მოსამართლეთა შეფასების სისტემის დანერგვაა.