2015 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
საბჭოს მდივანმა სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მოსალოდნელი რეფორმების შესახებ ესაუბრა. მან ასევე, პასუხი გასცა სტუდენტებისათვის მნიშვნელოვან კითხვებს.
საჯარო ლექციის შემდეგ ღია სასწავლო უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრობლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და საბჭოს შორის თანამშრომლობას სამართლის პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.