2007 წლის 27 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ახალი მსმენელები წარადგინა. შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იუსტიციის სკოლაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული 11 მსმენელი მომზადდება. მსენელების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა. კურსის მიზანია, იუსტიციის მსმენელთა თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 14 თვეა. სასწავლო კურსი სამ ეტაპად არის დაყოფილი, სკოლის მსმენელები თეორიულ კურსს 9 თვის განმავლობაში გაივლიან, სტაჟირება სამი, სემინარული მუშაობა კი ორი თვის განმავლობაში ჩატარდება. თეორიული კურსის დამთავრებისას მსმენელები ჩააბარებენ გამოცდას. მათ სკოლაში სწავლის პერიოდი სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ.
მსმენელებს თეორიული სწავლების პერიოდში მოუწევთ სპეციალური მეთოდოლოგიით შედგენილი პროგრამის ათვისება, სტაჟირება და სემინარული მუშაობა, რაც გულისხმობს პრაქტიკულ მეცადინეობებს, დისკუსიასა და საშინაო დავალებებს. სწავლება სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე.
იუსტიციის მსმენელთათვის გათვალისწინებულია სამართლის სხადასხვა დარგის, ასევე დამხმარე დისციპლინების სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევა, იუსტიციის სკოლის მსმენელებისთვის ასევე გათვალისწინებულია უცხო ენების კურსი.