ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 წლის იუბილე აღნიშნა

19 ოქტომბერი 2007
                                                                
 2007 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შექმნის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები, მოსამართლეები, საერთაშორისო  ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა საბჭოს  ფოიეში საგანგებოდ გამოფენილი საარქივო ფოტო მასალა და საბჭოს საცნობარო ჟურნალი დაათვალიერეს. ჟურნალი 28 გვერდიანია და მასში სასამართლო სისტემის რეფორმის მიღწევებსა და პერსპექტივებზეა საუბარი.
მოწვეულ სტუმრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსტანტინე  კუბლაშვილმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა მეიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინა ქურდაძემ საბჭოს 10 წლის იუბილე მიულოცეს.
საიუბილეო საღამოზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ საპატიო საჩუქრები გადასცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განვითარების საქმეში თანამშრომლობისთვის საჩუქარი გადასცა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროექტის  ,,საქართველოს სამართლისა და  იუსტიციის სისტემის  მხარდამჭერის ხელმძღვანელს ფრანცისკა  ბიომს, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას საქართველოში, საქართველოში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლობას (ABA), ამერიკის განვითარების და დახმარების სააგენტოს  (USAID).
საიუბილეო საღამოზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  განახლებული  ვებ გვერდის პრეზენტაცია მოეწყო.                                                              
საიუბილეო საღამოს დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ საზეიმო ვითარებაში გაჭრეს საიუბილეო ტორტი.