საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეუერთდა საპატრიარქოსა და აიპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ თბილისის სააღდგომო საქველმოქმედო აქციას ,,1 პასკა + 10 კვერცხი“.
წითელ პარასკევს გარდამოხსნის შემდეგ, ,,სოციალური დაცვის ლიგა“ უზრუნველყოფს შეგროვილი შემოწირულობების გადაცემას ინდივიდუალურად სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. შემოწირულობა, ასევე, დაურიგდებათ ბავშვთა სახლებს, თავშესაფრებსა და საპყრობილეებს.
თბილისის სააღდგომო საქველმოქმედო აქციას ,,1 პასკას+10 კვერცხი“ საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა, რომელშიც მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო.