საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 27 მაისის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად 10 მოსამართლე შეირჩა.
ლაშა თავართქილაძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მანანა მესხიშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში, თეა ლეონიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნინო ბუაჩიძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, შოთა ბიჭია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მანუჩარ ცაცუა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფიო გაგნიძე - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში, ლევან დარბაიძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნანა კალანდაძე - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში და თეიმურაზ ქათამაძე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. ახლად დანიშნული მოსამართლეები უფლებამოსილებას ფიცის დადების შემდეგ განახორციელებენ.