დღეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა. მოსამართლეობის მსურველი 59 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრის შედეგად, 12 მოსამართლე შეირჩა. ესენია: გერმანე დადეშქელიანი, გიორგი მიროტაძე, ლევან მიქაბერიძე, ციცინო კიკვაძე, მურთაზ მეშველიანი, ნატალია ნაზღაიძე, გოჩა ფუტკარაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნინო შარაძე, ნანა ჭიჭილეიშვილი, ხათუნა ხომერიკი და ნანა ჯანხოთელი.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. ახლადდანიშნული მოსამართლეები უფლებამოსილებას ფიცის დადების შემდეგ განახორცილებენ.