კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის იწარმოებს ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით. რეგისტრაციისათვის საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბანერი „ელექტრონული რეგისტრაცია“.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ „ვაკანსიებში“ თქვენ იხილავთ თქვენთვის სასურველ ვაკანსიას, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა. განაცხადი შედგება 6 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეიტანოთ შესაბამისი ინფორმაცია „რედაქტირებაზე“ ან ზოგიერთ შემთხვევაში „დამატებაზე“ დაჭერის გზით. გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ აპლიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ განაცხადის შეტანას. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც აპლიკაცია არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ გააკეთოთ განაცხადი. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ფოტოს ატვირთვა.
რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 7 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 227-31-00 + შიდა 111 ან 128; ტელ./ფაქსი.: 227-31-09