საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან. კერძოდ:
1. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.
2. პირებს რომლებმაც გაიარეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილნი არიან იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მიუხედავად იმისა რა ვადით ეკავათ მათ მოსამართლის თანამდებობა ან სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნენთუ არა მოსამართლის თანამდებობაზე.
მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. Curriculum Vitae (CV)
2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიერ გაცემული ცნობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (სერტიფიკატი)
3. სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100)
4. ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
5. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა
6. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან
7. ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ
8. ერთი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა ასევე უნდა შემოიტანოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით. აღნიშნული უზრუნველყოფს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას კონკურსის ეტაპებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ელექტრონული ფორმით. საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის `ელექტრონული რეგისრტაციის~ მეშვეობით. რეგისტრაციის შემდგომ ვაკანსიებში თქვენ იხილავთ თქვენთვის სასურველ ვაკანსიას, რომელზეც მიბმულია განაცხადის შეტანა. განაცხადი შედგება 6 სექციისაგან, რომელშიც უნდა შეიტანოთ მოთხოვნილი ინფორმაცია (რედაქტირებაზე ან ზოგიერთ შემთხვევაში დამატებაზე დაჭერის გზით). გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ აპლიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭიროთ განაცხადის შეტანას. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში (თუნდაც აპლიკაცია არ იყოს სრულყოფილად შევსებული), პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ გააკეთოთ განაცხადი. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, ასევე, ფოტოს ატვირთვა.
რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 2 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით.
ვაკანსიები იხილეთ ელექტრონული რეგისტრაციის დროს.
განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Internet Explorer-ის ან Google Chrome-ის ბრაუზერით.