ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსს

05 იანვარი 2009
 
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთები მიიღება 2009 წლის 20 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე)

სკოლაში მიღების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) სერტიფიკატი მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ბ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ავტობიოგრაფია.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12 ტელ.: 27-31-00 შიდა (111, 128, 130) ტელ./ფაქსი.: 27-31-09