დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა კობერიძე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის(GTZ), საქართველოში ნორვეგიის მისიის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული ,,მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები”, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მოხელეთა, მოქალაქეებთან უშუალო და ელექტრონული კომუნიკაციის წესს. ასევე ადგენს მოხელის გარეგნულ სტანდარტებს.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის წესის შემოღება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სწორ და ეფექტურ განხორციელებას, აამაღლებს სასამართლოს ავტორიტეტს და დაეხმარება მოქალაქეებს თავიანთი კანონიერი ინტერესების და უფლებების სასამართლოს გზით დაცვაში.
შეხვედრაზე პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები.