2011 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კახეთს ესტუმრნენ და ღირშესანიშნაობები მოინახულეს. დაათვალიერეს ყვარელი, ნეკრესის მონასტერი, გრემის ნაქალაქარის სამონასტრო კომპლექსი და ყვარლის ტბა. ანსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ყვარლის განახლებულმა ღვინის გვირაბმა, რომელიც მთის სიღრმეში კილომეტრებითაა შეჭრილი და ღვინისა და კონიაკის დასაძველებლად შექმნილია საჭირო მიკროკლიმატი. სტუმრებმა ქართული ჯიშის ყურძნიდან დაწურული ევროპული, კახური ქვევრის ღვინო და კონიაკი დააგემოვნეს. ღვინის გვირაბი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ღვინის საცავია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ ეს ემოცია დიდხანს გაჰყვებათ.