2011 წლის 19–20 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის (JAMR) პროექტის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: ,,ეფექტური მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის ძირითადი პრინციპები’.
სემინარის მიზანი იყო მენეჯმენტის საფუძვლების, გადაწყვეტილებების მიღების, სტრატეგიის დაგეგმვის, პიარის, იმიჯისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებების კონცეფციის წარდგენა, რამაც სემინარის მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პიარისა და იმიჯის ფორმირების საკითხებს. დამსწრეებმა განიხილეს, რა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს სასამართლოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
სემინარში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: კახა კობერიძე, რამაზ ჟღენტი, მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი შავლიაშვილი, მალხაზ გურული, ლაშა კალანდაძე და მამია ფხაკაძე.