საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
-
1. კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- პროექტი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საარჩევნო დავის განხილვის ვადის ცვლილებას.
-
2. კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტის შემდეგ შესაბამისი ინფორმაციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სთვის შეტყობინების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება განთავსებულია "112"-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე.
-
3. ყოფილი მოსამართლე მ. ისაევის განცხადება
- განმცხადებელი ითხოვს საბჭოს წარდგინების მიღებას მისი გათავისუფლების შესახებ პარლამენტის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
-
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
-
5. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დატვირთულობიდან გამომდინარე შესაძლო ღონისძიებების გატარების თაობაზე