დღეს 15 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განხილეს, კერძოდ: პროექტები ,,საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, ,, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომების დღის წესრიგი საჯაროა და საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსდება.