ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

დღის წესრიგი

16:00, 17 მარტი, 2021 ჩამოტვირთვა
  • 1. კანონპროექტები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“

    • კანონპროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისაგან იმ პირების გათავისუფლებას, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151(1) მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინეს და სს პასუხისგებისა და სასჯელისაგან იმ პირების გათავისუფლებას - რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. 
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი

    • დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე საბჭო განიხილავს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებს. 
    მომხსენებელი:
    სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ვახტანგ გარდაფხაძე
  • 3. ზოგიერთი მოსამართლის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ

    • მოსამართლე ნ. კობახიძის წერილის საფუძველზე საბჭო განიხილავს სამსახურებრივი გადაადგილებისათვის მისთვის საწვავის გამოყოფის საკითხს. 
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა

    • 2021 წლის 2 მარტს ინიცირებული პროცესის შეჯამება.
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 5. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი

აუდიო ფაილები

აუდიო ფაილის მოსასმენად საჭიროა Court Process Player