ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

დღის წესრიგი

16:00, 2 მარტი, 2021 ჩამოტვირთვა
  • 1. განკარგულების პროექტი „სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

    • დეპატამენტის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე საბჭო იმსჯელებს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს სარემონტო სამუშაოების თაობაზე.
    მომხსენებელი:
    სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი მანუჩარ კეკენაძე
  • 2. განკარგულების პროექტი „სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიღებაზე სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“

    • დეპატამენტის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე საბჭო იმსჯელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან მისასვლელი გზის თაობაზე.
    მომხსენებელი:
    სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი მანუჩარ კეკენაძე
  • 3. დადგენილების პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“

    • პროექტით განსაზღვრულია შეღზუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის პროცედურული მექანიზმები.
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 4. წარდგინების  პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ

    • იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის წერილის საფუძველზე საბჭო იმსჯელებს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ.
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 5. განკარგულების პროექტი „მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების აობაზე

    • მოსამართლის განცხადების საფუძველზე საბჭო იმსჯელებს კონკრეტულ სასამართლოში პროცესის ინიცირების შესახებ.
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 6. განკარგულების პროექტი „მ. მეშველიანის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“

    • პროექტი ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებას კანონით დადგენილი ასაკის მიღწევის გამო.
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 7. განკარგულების პროექტი „საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ზოგიერთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

    • პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ზოგიერთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ვადის გასვლის გამო.
    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 8. მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხები

    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი
  • 9. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

    მომხსენებელი:
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი

აუდიო ფაილები

აუდიო ფაილის მოსასმენად საჭიროა Court Process Player

ჩამოტვირთვა

(6)